"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი თავმჯდომარე ალიანსიდან გამოსვლას აანონსებს
"ნაციონალური მოძრაობის" მომავალი თავმჯდომარე ალიანსიდან გამოსვლას აანონსებს. ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე კი ვრცელ განმარტებას აქვეყნებს. თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ის ალიანსში შესვლის წინააღმდეგი იყო, თუმცა, როგორც ბოკუჩავა წერს, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა მიიღო. გამოქვეყნებულ სტატუსში ბოკუჩავა იმასაც წერს, რომ პარტია მძიმე გამოწვევების წინაშეა.
