ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულანბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია
ირაკლი დემეტრაშვილი ძიუდოში ულანბატორის გრანდ სლემის ვიცე-ჩემპიონია. ფინალამდე, 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მძიმე წონაში ასპარეზობდა, მონღოლი, იაპონელი და ნიდერლანდელი მეტოქე დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი დემეტრაშვილმა სამხრეთ კორეელ კიმ მინჯონგთან წააგო. კიდევ ერთი მედალი საქართველოს დელეგაციას ილია სულამანიძემ მოუტანა, რომელიც ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
