მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება
მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის პირველი სახალხო დღესასწაული - „ოქროს თავთავი“ იმართება, რომელიც ზაფხულის მზე-ბუდობის, სიუხვისა და ნაყოფიერების დღეს ეძღვნება. ღონისძიების მიზანი ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური ჯიშების პოპულარიზაცია, პურ-ღვინის ტრადიციის, ხორბალთან დაკავშირებული გასტრო-კულტურისა და ტრადიციული ცხობის მეთოდების გაცოცხლებაა. გამოფენა-გაყიდვაზე ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი იქნება პურეული და ხორბლისგან დამზადებული პროდუქცია, სპეციალურად ამ დღისთვის შერჩეული ბუნებრივი ღვინოები და განსაკუთრებული ყველის სახეობები.
