გერმანიის დედაქალაქს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს
გერმანიის დედაქალაქს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო, ბერლინში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით, მომდევნო კირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.
