ედინბურგში მეჩეთთან გამვლელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
ედინბურგში მეჩეთთან გამვლელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს, რომელის ქმედების შედეგადად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის არიან მუსლიმი თემის წევრები. დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა სადაც ჩანს, რომ წელსზევით შიშველი მამაკაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.
