საფრანგეთის ძლიერი სიცხის გამო 61 დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი ნიშნული გამოცხადდა
საფრანგეთის ძლიერი სიცხის გამო 61 დეპარტამენტში განგაშის ნარინჯისფერი ნიშნული გამოცხადდა. სინოპტიკოსების პროგნოზით ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს. ცენტრალურმა ხელისულფებამ ამინდის პირობებზე რეაგირებისთვის უწყებათა შორისი მექანიზმი აამოქმედა. საგანგებო ზომების მიღებისთვის ემზადბა საბანკო სექტორიც. ექსტრემალურმა სიცხემ შესაძლოა ხანძრები, წყალდიდობები და სხვა კატასტროფების პროვოცირება გამოიწვიოს, რაც სადაზღვევო სისტემასა და საბანკო სექტორს დააწვება.
