აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მათ საქმიანობას გაეცნო
აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მათ საქმიანობას გაეცნო. იმყოფებოდა აეროპორტშიც. მოადგილეებთან ერთად სულხან თამაზაშვილმა, რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. როგორც ითქვა, ტურისტული სეზონის პერიოდში საპოლიციო დანაყოფები გაძლიერებული რესურსით სრულ მზადყოფნაში არიან. აღსანიშნავია, რომ საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს ავტოპარკი განახლდა
