ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტრო სკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ელექტრო სკუტერების პირველ ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელშიც KIU-ს სტუდენტებთან ერთად, სხვა მსურველებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს თასები და პარტნიორების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცათ. ტურნირმა გააერთიანა თანამედროვე ურბანული კულტურა, ტექნოლოგიური პროგრესი და ახალგაზრდული ინიციატივები. ღონისძიება მიკრომობილობის სპორტის ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.
