უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა
უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთს „თეთრი არწივის“ ორდენი დაუბრუნა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯილდო, რომელიც მისი თქმით 2023 წელს უკრაინელი ხალხისა და არმიისთვის იყო განკუთვნილი, პოლონელი კოლეგას კაროლ ნავროცკის ფოსტით გაუგზავნა. სოციალრ ქსელში კი განცხდებასთან ერთად ფოტო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ჯილდო პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის მისამართზე გაიგზავნა. ვოლოდიმირ ზელენსკის კვალდაკვალ „თეთრი არწივის“ ორდენზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა ლეონიდ კუჩმამ, ვიქტორ იუშჩენკომ და პეტრო პოროშენკომაც თქვეს.
