საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა
საზღვაო ტურისტული სეზონი ბათუმში „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება. მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს და სტუმრებს საზაფხულო სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარა ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით და პროდუქტებით ხვდება.
