სტიქია კახეთში
სტიქია კახეთში. სეტყვამ და ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის. სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეოთხედ დააზარალა.
