თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო
თბილისში, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. კრიტერიუმების საფუძველზე მინიჭებული ქულების გათვალისწინებით, მონიტორინგს დაქვემდებარებული თითოეული ოჯახის განსახლების საკითხს კომისია კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს. პარალელურად, დასკვნით ფაზაშია თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.იძულებით გადაადგილებულ 1600-ზე მეტ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები რამდენიმე თვეში გადაეცემა
