სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს
სოფელ აწყურში სახალხო დღესასწაული „აწყურობა“ იზეიმეს. მოეწყო გამოფენა, გაიხსენეს ცნობილი აწყურელები რომლებმაც სხვადასხვა დროს წვლილი შეიტანეს სოფლის განვითარებაში. სტუმრების წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ ადგილობრივი შემსრულებლები. მათ შორის უფროსი თაობის მოცეკვავეები. აწყურლებს დღესასწაული ახალციხის მერმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მოადგილეებთან ერთად მიულოცეს აღინიშნა, რომ მდიდარი ისტორიული და კულტურული ტრადიციების მქონე სოფელი, მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს, ორი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - აწყურის ციხისა და აწყურის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ
