ზაფხულის კონცერტების სერია „მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა
ზაფხულის კონცერტების სერია „მუსიკალური საღამოები სასახლის ბაღში“ დავით ევგენიძის საიუბილეო კონცერტით გაიხსნა. საღამო მუსიკოსის სცენაზე მოღვაწეობის 55 წელს მიეძღვნა და მისი შემოქმედებითი გზა, მუსიკა და ემოციები გააერთიანა. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა
