ის, რაც თინა ბოკუჩავამ „ფეისბუქ“ პოსტით გაიგო პარტიაში დიდი ხნით ადრე იცოდნენ სხვებმა
ის, რაც თინა ბოკუჩავამ „ფეისბუქ“ პოსტით გაიგო პარტიაში დიდი ხნით ადრე იცოდნენ სხვებმა. მიხეილ სააკაშვილის გუნდი პარტიაში ნანუკა ჟორჟოლიანს ელოდება, ამბობს ლაშა ფარულავა და არსებული დაპირისპირების ფონზე მიაჩნია, რომ ცუდი გამოცდილება წარსულში უნდა დარჩეს. ნაციონალურ მოძრაობაში, თავმჯდომარის პოსტზე, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, ნანუკა ჟორჟოლიანით ანაცვლებს, რაც პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის თქმით გულდასაწყვეტია. პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი დაწერა ანა წითლიძემაც, რომელიც პროცესებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა მიაჩნია, რომ ბოლო ორი წელია ნაციონალურ მოძრაობაში ფასადური დემოკრატიაა
