„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება
„თბილისი პიანო ფესტ 2026“ გრძელდება. უკვე მეშვიდედ, დედაქალაქი მსოფლიოს გამორჩეული მუსიკოსების საღამოებს მასპინძლობს. მეშვიდე საფესტივალო დღე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონსტანტინ ლიფშიცის კონცერტს დაეთმო. მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ინტერპრეტაციული სიღრმითა და ოსტატობით გამორჩეულმა პიანისტმა ბეთჰოვენის, ბახის, შუმანისა და მენდელსონის ნაწარმოებები შეასრულა. მნიშვნელოვანი მუსიკალური ჯილდოების მფლობელი და გრემის ნომინანტი მუსიკოსის მაღალი საშემსრულებლო კლასი არაერთხელ მოისმინეს პარიზის, ამსტერდამის, ვენის, მიუნხენისა და მილანის პრესტიჟულ დარბაზებში. ფესტივალის „თბილისი პიანო ფესტის“ დასკვნითი საღამო 28 ივნისს, ორბელიანის მოედანზე გაიმართება. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და “შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება
