პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ტაჯიკეთის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. ფაიზალი იდიზოდას, ირაკლი კობახიძემ ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. ილაპარაკეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, პარტნიორობის, ასევე პარლამენტთაშორისი კავშირების გაძლიერების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. ტაჯიკეთის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ უმაღლეს დონეზე განხორციელებული ვიზიტი და ხელმოწერილი შეთანხმებები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების, ისევე როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის, ახალ ეტაპზე გადასვლას. პრემიერმა, დელეგაციასთან ერთად, ოლი მეჯლისის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა
