უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება
ევროკავშირში უკრაინის გაწევრებასთან დაკავშირებით წევრი ქვეყნების პოზიცია მკვეთრად განსხვავდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც პიტერ მადიარმა აღნიშნა, უნგრეთი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას არ იცვლის და თვლის, რომ ნებისმიერი ქვეყნის წევრობა დამსახურებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. მოგვიანებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინიციატივით, ევროპული საბჭოს სამიტის პირველი დღის შემდეგ მიღებული დოკუმენტიდან, ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრების შესახებ ჩანაწერი ამოიღეს.
