ლომჯარია „იმედის“ წინააღმდეგ
ნინო ლომჯარია „იმედის“ წინააღმდეგ და ბრიფინგი ტელეკომპანიის გარეშე. ყოფილმა ომბუდსმენმა სხვა მედიასაშუალებებს უთხრა, რომ ჩვენს ეთერში სამი თვის წინ გაშუქებულ ამბავს ცილისწამებად მიიჩნევს. საქმე ეხება გერმანიის ელჩთან შეხვედრას, რომელიც მან ფარულად და საელჩოს მანქანით დატოვა. შემდეგ კი ირწმუნებოდა, რომ დიპლომატს პარტიის წევრებთან ერთად შეხვდა და არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მოუთხოვია. ტელე „იმედის“ რეპორტაჟი წყაროს ინფორმაციას ეყრდნობოდა და იქვე იყო წარმოდგენილი ლომჯარიას პოზიციაც
სიუჟეტის ავტორი: ნინო გოგიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
