აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული საკითხები განიხილეს. დღესვე ქობულეთის აგროსერვის ცენტრში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ბენეფიციარებთან გაიმართა შეხვედრა. აღინიშნა, რომ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკითა და ინვენტარით 5 000-მდე ფერმერი ისარგებლებს. ფერმერებს აგროთანადაფინანსების ვაუჩერები გადაეცათ
