მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა
მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისინი საქართველოში პროფესიული განვითარების პროგრამის — „გლობალური კავშირების გაძლიერება საჯარო სექტორის განვითარების გზით“ ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო უძღვება, მიზნად ისახავს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ჩართულობის გაზრდის და გლობალური განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იმყოფებოდნენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ
