„წარმოუდგენელი სეგრეგაციის ფორმა, როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ჩანაწერს რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში
„წარმოუდგენელი სეგრეგაციის ფორმა, როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად“ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ჩანაწერს რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში. დოკუმენტში წერია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ სახის ჩანაწერი ტრადიციული ევროპული ღირებულებებისგან შორს დგას და მისი მიზანი ქვეყანაში რევოლუციური სცენარების გააქტიურებაა
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
