მმართველი გუნდის შეფასებით, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს, მიზანი აქვს, გამოიწვიოს მღელვარება საქართველოში და შელახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები
მმართველი გუნდის შეფასებით, რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა, კონკრეტული მიზანი აქვს, გამოიწვიოს მღელვარება საქართველოში და შელახოს ქვეყნის ეროვნული ინტერესები. „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურად აფასებენ კონკრეტულ ჩანაწერსაც. ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს არის წარმოუდგენელი სეგრეგაციის ფორმა, როგორც პოლიტიკურად, ასევე იურიდიულად.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
