ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა
ძლიერმა წვიმამ პანკისის ხეობის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ღვარცოფმა საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. სოფელ შუა ხალაწანში კი საცალფეხო ხიდია დაზიანებული. ამ დროისთვის ხეობაში აღარ წვიმს. შესაბამისად, მდინარეებში წყლის დონემ იკლო.
