"ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური წონა არ აქვს და რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა" - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს
ცრუ ნარატივებზე აგებული დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური წონა არ აქვს და რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. პოლიტიკური შეფასებები კეთდება დოკუმენტში კონკრეტულ ჩანაწერზეც. ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.
