"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" განცხადება
ევროკავშირის პოლიტიკასა და მარტა კოსის მიერ გახმიანებული იდეის შესახებ განცხადებას აქვეყნებს "ერთიანი ნეიტრალური საქართველო". პოლიტიკური პარტიის შეფასებით, ევროპელი ბიუროკრატები, ყოველდღიურად ადასტურებენ, რომ თანამედროვე ევროკავშირი თანასწორობის პრინციპს ფორმალურად, ფურცელზეც კი აღარ იცავს. ვრცელ წერილში წერია, რომ „დიფ სთეითის“ დაქვემდებარებაში, პარალელურად კი ევროკავშირის სათავეში მყოფი ძალები, სხვადასხვა სახელმწიფოებისგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. ამ თემაზე ნეიტრალური საქართველო დებატებს ითხოვს
