კორუფციული დანაშაული - რვა ბრალდებული
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს რკინიგზაში“ კორუფციული სქემები გამოავლინა. პასუხისგებაშია მიცემული ყოფილი გენერალური დირექტორი და კიდევ 7 ადამიანი, დავით ფერაძე მიმალულია. საქმე 2020-21 წლებში სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას და უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას ეხება. როგორ გაჰქონდათ რკინიგზიდან დიდი ოდენობით შავი ლითონი რუსთავში, ვინ და რა ფორმით იყო ჩართული დანაშაულებრივ სქემაში - გამოძიებამ სწორედ ეს დაადგინა. მოკვლევა გრძელდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
