პირველი ოფიციალური ვიზიტი
სერბეთი საქართველოს მიღწევებს აღიარებს. პრეზიდენტი ვუჩიჩი მიიჩნევს, რომ ბელგრადს თბილისისგან ბევრი შეუძლია ისწავლოს. მაღალი რანგის სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმაპინძლა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაფართოებული ფორმატით დისკუსია და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც შედგა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, სერბული მხარის პირველი საპრეზიდენტო ვიზიტი გარდამტეხი მნიშვნელობის მოვლენაა. უახლოეს მომავალში ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება. „დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის. გაუმარჯოს სერბ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობას!“- დღე სერბმა ლიდერმა სოციალურ ქსელში ასე შეაჯამა.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
