კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება
კახეთში პარტია „ახლის“ წევრების შეკრება იმართება. „ქრონიკის“ ინფორმაცით, განიხილავენ ალიანსიდან გასვლის გზებს, რადგან მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირების გამო ალიანსმა ფუნქცია დაკარგა. ამ ინფორმაციას კახეთში შეკრებილები არ ადასტურებენ. შეხვედრის კონკრეტულ დეტალებზე არაფერს ამბობენ და სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. „ქრონიკის“ კამერებს დაემალა ნიკა გვარამია.
