კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ ცილისწამებაში ადანაშაულებს. დღევანდელი პირველი სასამართლო პროცესი გადაიდო, საქმე ეხება ტელევიზიის ეთერში გასულ ორ სიუჟეტს. ხაინდრავას განცხადებით, სიუჟეტები დეზინფორმაციულია და არა მარტო პირადად მისი, არამედ სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვას ემსახურება.
