გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და წყლის რესურსების მართვის მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის, წყლის რესურსების მართვის, სატყეო სექტორის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულ სფეროებში თანამშრომლობის კოორდინაციისა და ახალი ინიციატივების განხორციელების პლატფორმა იქნება.
