განათლების მინისტრმა სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“, გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
განათლების მინისტრმა სასკოლო კონკურსის, „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“, გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ. კონკურსი ითვალისწინებდა სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის პროექტების შექმნას. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით.
