იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა
იუსტიციის მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტერიალის მონაწილეებს ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. პაატა სალიამ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ეფექტიანობა გავლენას ახდენს სამართლის უზენაესობაზე, ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლო სისტემის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დანაშაულის ადრეული გამოვლენისათვის.
