მარტა კოსის ინიციატივას, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იმავე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება
მარტა კოსის ინიციატივას, რომ ევროკავშირის მომავალ წევრებს არ ექნებათ იმავე ხმის უფლება, როგორიც აქვთ მოქმედ წევრებს, პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით ევროკავშირს შეეძლება საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე მიიღოს. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ ასეთი მიდგომის შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო რთული დისკუსიები, განსხვავებული პოზიციები და დემოკრატიის ის ნაწილი, რომელიც განსხვავებულ აზრს გულისხმობს.
