ამოღებული ე.წ. მაინერები
ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევა - პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დამატებით 76 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღო. საუბარია დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო გამოყენებით, ციფრული ვალუტის გენერირებასა და არალეგალური შემოსავლების მიღებაზე. საგამოძიებო მოქმედებები რეგიონში ამ დრომდე გრძელდება. ჯამში 330 ეგრეთ წოდებული მაინერია ამოღებული.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
