სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ყრილობა გაიმართა
სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ყრილობა გაიმართა, სადაც ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ყრილობაზე დამტკიცდა ფედერაციის წესდების ახალი რედაქცია. დელეგატებმა პრეზიდენტად ზურაბ კოსტავა აირჩიეს. ვიცე-პრეზიდენტის პოზიციებზე კი ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე ორჯონიკიძე, პატრიკ ლანგი, გოჩა ჭელიძე და ირაკლი ბურჭულაძე დაინიშნნენ. ყრილობის ფარგლებში ასევე დაკომპლექტდა პრეზიდიუმი და აირჩიეს ხაზინადარი. წევრებმა სხდომაზე ფედერაციის მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც განიხილეს. დღეიდან შეიცვალა ფედერაციის სახელწოდებაც და მას „საქართველოს სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაცია“ ეწოდა.
