დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მილიონობით იარაღი ევროპის შავ ბაზარზე ხვდება, რამაც შესაძლოა კონტინენტზე, უსაფრთხოების კუთხით ახალი კრიზისი შექმნას - წერს ბერლინერ ცაიტუნგი
გერმანული გაზეთი, ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, პოლიციამ უკვე აღმოაჩინა სამხედრო დონის იარაღი, რომელიც დანაშაულებრივ ჯგუფებში ცირკულირებს, მათ შორის ნარკო-ტრეფიკინგის დაჯგუფებებში.
