საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინაციით, საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადამზიდი კომპანიის სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა. შესაბამისი სასაზღვრო პროცედურების გავლისას, შემოწმების შედეგად სატვირთოში ჯამურად 433 840 კოლოფი სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული ფილტრიანი სიგარეტი ამოიღეს, რომლის საბაზრო ღირებულებამ დაახლოებით ორ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა.
