უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები
უკრაინის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ პოლონელი პოლიტიკოსები. ევროპარლამენტარი ევა ზაიაჩკოვსკა ჰერნიკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება საფრთხეს უქმნის პოლონეთის სოფლის მეურნეობას, სატრანსპორტო სექტორს და უსაფრთხოებას. პოლონეთს ამ გადაწყვეტილების დაბლოკვისკენ მოუწოდებს პარტია „კონფედერაციის“ წევრი . პაველ უშიადეკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ევროკავშირში შესვლა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
