ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი და შანტაჟის მცდელობა - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნაზე
ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი და შანტაჟის მცდელობა - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილებას, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკების პირველი კლასტერის გახსნაზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური შინაარსის არის და არა კონკრეტულ შედეგზე გათვლილი. ამას მათივე თქმით, ადასტურებს მათ შორის ევროკომისიის დასკვნებიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო შედეგები აქვს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ირწმუნება რომ უკრაინამ და მოლდოვამ ვალდებულებები შეასრულა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კი, კვლავ სანქციებით იმუქრება.
