კიევში, პოლიციამ იძულებითი მობილიზაციის წინაღღმდეგ მიმართული აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა
კიევში, პოლიციამ იძულებითი მობილიზაციის წინაღღმდეგ მიმართული აქცია ცრემლსადენი გაზით დაშალა. არეულობა მაშინ დაიწყო როცა საპატრულო პოლიციამ დევნის შედეგად გააჩერა ავტომობილი და მძღოლის დაკავება სცადა. სამართალდამცველებს წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია, დააზიანეს პოლიციის ავტომობილი და წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელს. სამართალდამცველებმა პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს, პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
