შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან გიორგი ბახუაშვილთან ერთად, თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილესთან გიორგი ბახუაშვილთან ერთად, თბილისში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებში იმყოფებოდა. სულხან თამაზაშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს სამუშაო სივრცე და აღჭურვილობა დაათვალიერა. მინისტრი, ასევე, დაესწრო ტაქტიკური მომზადების საჩვენებელ სწავლებას, რომელიც მოიცავდა ტაქტიკური, საცეცხლე და სამთო მომზადების სხვადასხვა კომპონენტებს. სულხან თამაზაშვილმა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებისგან დანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
