კოორდინირებული მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპაში 13-ე, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა
კოორდინირებული მმართველობით, საქართველოს მთავრობა ევროპაში 13-ე, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა. რეიტინგი ჩენდლერის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს , ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.
