რომში მიგრაციის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა
რომში მიგრაციის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა. მიზეზი პარლამენტში „რეემიგრაციის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა გახდა. საუბარია სამოქალაქო ინიციატივაზე, რომელიც არალეგალი მიგრანტების დეპორტაციასა და ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას ითვალისწინებს. მემარჯვენეთა მარშში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ისინი მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას და ქვეყნიდან უცხოელების დეპორტაციას მოითხოვდნენ. პარალელურად, რომის სხვადასხვა რაიონში მასშტაბური კონტრაქციები გაიმართა. შეტაკებების თავიდან ასაცილებლად ქალაქში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული.
