წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი საქართველოს სახელით „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო ეტაპზე გაიგზავნება. კონკურსის ყველა მონაწილეს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა, ასევე გამოვლინდნენ ორგანიზატორებისა და პარტნიორი უწყებების რჩეული მონაწილეები. დაჯილდოება, საქართველოს ფოსტის, ეკონომიკისა და განათლების სამინისტოების ორგანიზებით გაიმართა.
