თბილისში გამართულ მარათონში, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, სპორტის მინისტრი ოლიმპიური ჩემპიონები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
თბილისში გამართულ მარათონში, პრეზიდენტი, დედაქალაქის მერი, სპორტის მინისტრი ოლიმპიური ჩემპიონები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 5-კილომეტრიანმა მარათონმა, სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ფინიშის ხაზი მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე გადაკვეთეს. პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. ღონისძიება სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.
