შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდნენ. კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ციფრული ექსპერტიზის, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის პრევენციის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების სამართალდაცვით საქმიანობაში გამოყენების მიმართულებით არსებულ პრაქტიკას გაეცნენ. დელეგაცია ასევე ეწვია ქალაქ შენიანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროს, სადაც გაეცნო მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის კონტროლის მართვის პრაქტიკას. სასწავლო ვიზიტი საქართველო-ჩინეთს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.
