საპარლამენტო ოპოზიცია და მმართველი გუნდი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ კადრებს აფასებენ
არასწორი აპელიერება ფაქტით და მანიპულაცია გადაცემის ანონსით, ასეთია საპარლამენტო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეფასება, „ტვ პირველის“ ეთერში გასულ კადრზე, სადაც ნაჩვენებია, რომ 2022 წელს პოლიციელები ქობულეთში მოქალაქეებზე ძალადობდნენ. სამივე ბრალდებულის სახით დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი არ უხსენებიათ, მაშინ როდესაც მათი დაკავების შესახებ ინფორმაცია თავად „ტვ პირველმაც“ გაავრცელა 23 თებერვალს. ხაზგასმით ამბობენ, რომ ყველა დამნაშავემ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ამბის დამალვით მანიპულაცია, საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევას ემსახურება მიზნად.
