პროექტ „კინო მოგზაურის“ ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ელდარ შენგელაიას ფილმის „შერეკილების“ ჩვენება გაიმართა
პროექტ „კინო მოგზაურის“ ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ელდარ შენგელაიას ფილმის „შერეკილების“ ჩვენება გაიმართა. „კინო მოგზაური“ მობილური კინოთეატრია და მიზნად ისახავს რეგიონებში ქართული კინოს პოპულარიზაციასა და კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვას. „კინო მოგზაური“ თითოეულ რეგიონში ორკვირიან ტურნეს მოიცავს. პროგრამა აერთიანებს ფილმების ჩვენებებს, მასტერკლასებსა და შეხვედრებს რეჟისორებთან, მსახიობებთან და სფეროში მოღვაწე სხვა პროფესიონალებთან.
