მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა
მარათონში პირველ ადგილზე ეკონომისტი გიორგი შეკრელიძე გავიდა. მასშტაბურ სტუდენტურ ფესტივალში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩაერთვნენ. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი, თბილისის მერი, სპორტის მინისტრი და ოლიმპიური ჩემპიონები. 5-კილომეტრიანმა მარათონმა, სტარტი ვაკის პარკიდან აიღო და ფინიშის ხაზი მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე გადაკვეთეს. პროექტი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართვას ემსახურება. სტუდენტურ ფესტივალში, 20 ათასზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. გამარჯვებულის ტიტულს ის უნივერისტეტი მოიპოვებს, რომლის სტუდენტებიც ყველაზე მეტ ასპარეზობაში გაიმარჯვებენ. დაჯილდოება 21 ივნისს, ფესტივალის გრანდიოზულ საზეიმო დახურვაზე გაიმართება.
